პირადი ინფორმაცია [ 1920 წელი ]
-
საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელების მილოცვები მიიღო.
-
1920 წლის 9 თებერვალს ზესტაფონიდან ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისში ვაჟთა მეხუთე გიმნაზიას სწერდა, რომ 15 თებერვალს დაბრუნდებოდა.
-
1920 წლის 6 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს და დახმარებას სთხოვს.
-
1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი შავარშ სტეფანეს ძე დემირგოგლიანი ცხოვრობდა პასკევიჩის ქუჩა N 13-ში.
-
1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხარკოვიდან მიიღეს წერილი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილის სახელზე კირპიჩნის შესახვევის N 10-ში.
-
ქუთაისის რეალური სასწავლებლის მასწავლებელი ფერდინანდ ფრანცის ძე ბეთანელი ითხოვდა დასვენებას ჯანმრთელობის აღსადგენად, ვინაიდან ავადმყოფობის გამო გაკვეთილების ჩატარებას ვერ ახერხებდა...
-
კომისია თვლიდა, რომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის მასწავლებელზე ფერდინანდ ბეთანელზე თვდასხმა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ზოგიერთი მოწაფის წარმატების ცუდი ნიშნებით აღნიშვნით.
-
1920 წელს თბილისში მყოფი რობერტ ბლეიკი ოთხი თვის მანძილზე ავად იყო – ციებ-ცხელება ჰქონდა.
-
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს ლადო მესხიშვილი არტისტული საზოგადოების თეატრში პირველად წარმოდგენა „ინსტინქტში“ მონაწილეობდა.
-
შალვა ბესარიონის ძე გაბადაძის საქმის მიხედვით, 1920 წელს ის იყო დასაოჯახებელი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი.
-
1920 წელს პედაგოგ ერმილე გაბიანის თვიური ჯამაგირი იყო 1144 მანეთი და მის მშობლებს ჰქონდათ დიდი ქონება.
-
ეკატერინე გაგოშიძის მშობლები იყვნენ: პოლიევკტოს სოფრომის ძე გაგოშიძე და მატრონა იაკობის ასული.
-
1920 წლის 10 ივლისს თამარ მურადიანი, ანნა სარქისიანი, ანნა ხოდმაინი, არმენ ბაბაჯანიანი, მარგარიტა ბაბაიანი, ლუსია და ნინა ბაღდასარიანები, ლაურა ისრაელიანი, ტერეზა ტერ-ავაკიანი, ვარ...
-
1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავი...
-
1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი არასდროს ყოფილა ომში, სასჯელიც არასდროს მიუსჯიათ და დროებით თავისუფალიც არ ყოფილა. 1920...
-
1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში ეწერა, რომ ის არ იყო დაოჯახებული. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და...
-
ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.
-
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო დეკანოზი.
-
1920 წლის 16 იანვარს პეტრე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების გაწევას სთხოვ...
-
1920 წლის 26 იანვარს დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა გურამიშვილის მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და მის ფსიქიკუ...
-
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილი რამდენიმე დღით დასასვენებლად მიემგზავრებოდა.
-
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას 15 წლის შვილი სადა გოგო იყო.
-
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლე მორიდებული და უბრალო ადამიანი იყო.
-
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით მამუკა ივანეს ძე ორბელიანს ჰყავდა ორი ვაჟი, 18 და 20 წლისანი.
-
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მამუკა ორბელიანის 18 წლის ვაჟი იყო პიანისტი.
-
1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ევანგულოვის ქალიშვილი 17 წლის იყო და სურდა, სწავლა გაეგრძელებინა ოქსფორდში. ევანგულოვი და მისი შვილი ინგლისურად არაჩვეულებ...
-
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკი იყო ამერიკელი.
-
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკის მეუღლე ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.
-
1920 წლი 7 იანვარს ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი) დაქორწინდა რუს ქალბატონზე.