პირადი ინფორმაცია [ 1930 წელი ]
- 1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
- 1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.
- 1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ცხვირზე ოპერაცია გაუკეთეს.