სახელი
- ქ. სიღნაღის ნოტარიუსის – კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარიძის მიერ 1900 წლის 9 მარტს დამოწმებული საბუთის თანახმად, სანოტარო კანტორა (ოფისი) ქალაქში, ივერიის მონასტრის სახლში იყო განთავს...
- 1920 წელს პოეტის დომინიკა ზურაბის ასული ერისთავის ზედმეტსახელი იყო „განდეგილი“.
- 1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილის ფსევდონიმი იყო კახელი.
- 1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძის ფსევდონიმი იყო თავისუფალი სვანი.
ავტორობა
- 1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.
- 1935 წლის 23 ივნისს ლ. ბერიამ ტფილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პო...
- 1918 წლის ივნისში ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლების ყრილობაზე ისიდორე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვე...
- „დღემდე არსებული შრომები ჩვენი ამხანაგებისა, განსაკუთრებით ფ. მახარაძისა და მ. ორახელაშვილისა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი პოლიტიკური მტრების შრომებზე, არსებითად წარმოადგენენ ამიერკ...
თანამდებობა
- 1937 წელს პუშკინის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე, მდივანი კი – ტიციან ტაბიძე.
- 1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ − ფ. მახარაძ...
- 1927 წელს შალვა ელიავა გზათა სახალხო კომისარიატისა და სამხედრო საზღვაო სახ. კომისარიატის რწმუნებულად დაინიშნა, ბრძანებას ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია...
- ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, 1935 წელს ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გ. ბუხნიკაშვილი (თავმჯ...
ორგანიზაცია
- 1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატ...
- 1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღ...
- 1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ლუარსაბ ბოცვაძისა და ნიკოლოზ ნაკაშიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
- 1913-დან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე, პარტიული ფსევდონიმით გედი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი იყო.
პირადი ურთიერთობა
- 1920 წლის 25 თებერვალს ალექსანდრე ცაგარელი ოლივერ უორდროპს ესტუმრა.
- 1926 წლის კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პასუხად მენშევიკურ დონ კიხოტებს", რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ მენშევიკები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად გაკოტრდნენ. სწორედ ამ დროს ბა...
- 1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მამა, სპირიდონ ჭელიძე – 80 წლის; მეუღლე, დომნა – 24 წლის; შვილი, სახელი უცნობია– 7 თვის; და, მარია ჭელიძე – 18 წლის; ძმებ...
- 1924 წელს დაპატიმრებულ ნიკოლოზ კვერნაძეს ჰყავდა დედა მ. ოვანოვა – 50 წლის, დიასახლისი, მცხოვრები აბაშაში; მეუღლე, მარია სიმონის ასული აბდუშელაშვილი – 25 წლის, მოსწავლე, მცხოვრები თ...
განათლება
- 1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მასწავლებელი მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდ...
- 1899 წლის აპრილში ბუდუ მდივანი მოსკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
- პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს მიღებული ჰქონდა „კომერციული“ განათლება, პროფესიით იყო ბუღალტერი.
- პირადი საქმის მიხედვით, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილმა მიიღო სასოფლო განათლება.
ღონისძიება
- 1921 წლის პირველ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქ.) გამართულ ხელოვანთა კრებაზე პაოლო იაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს სურდა, ხელოვანთა სა...
- 1926 წლის 1-ლ ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგ...
- 1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში გამართულ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას დაესწრნენ რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ...
- 1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენცი...
მფლობელობა
- 1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.
- 1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთ...
- 1911 წელს სასტუმრო „ვეტცელი“ ნოე სიხარულიძემ შეიძინა.
- 1915 წელს ბართლომე კილაძე სტამბის მფლობელი იყო.
პირადი ინფორმაცია
- ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე, გლეხი, დაიბადა 1893 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიაში, სამტრედიის მაზრის სოფ. სამტრედიაში.
- ნიკოლოზ კვერნაძე 1914-1918 წლებში მუშაობდა ჭიათურაში „კავკასიური საზოგადოების“ მეტაბელედ, შემდეგ – სამტრედიაში, კოოპერატივში; 1916-1917 წლებში სამხედრო სამსახურში იყო; 1917-1924 წლ...
- 1877 წლის 1-ლ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.
- გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დაიბადა 1881 წელს, თბილისში.
სტატუსი
- 1902 წელს ივლიანე გრიგოლის ძე ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
- ალექსანდრე წერეთელი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა სარევოლიუციო პარტიის ფედერალური საბჭოს დადგენილებით რუსეთის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ კანდიდატად იქნა წამოყენებული.
- 1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.
- 1919 წლის 29 ოქტომბერს სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგის, ნ. ცინცაძის ბრძანების საფუძველზე იმავე წლის პირველი სექტემბრიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ ალ. ბარნოვს მიე...
გარდაცვალება
- 1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.
- 1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი, პეტრე მელიქიშვილი.
- 1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილი...
- 1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. დახვრიტეს ვასილ კიკვაძესა და...
ნასამართლეობა
- 1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ და დასძინა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიო...
- 1924 წლის 15 თებერვალს თბილისში, ალექსანდრეს ქუჩაზე (სახლი N41), საგანგებო კომისიის აგენტებმა ბანდიტების ხელმძღვანელი და მენშევიკური ცკ-ის წევრი გოგიტა ფაღავა შეიპყრეს.
- 1916 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე დააპატიმრეს ჭიათურაში როგორც საგაფიცვო ბიუროსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
- 1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძე დააპატიმრეს თბილისში ზუბალოვის სახალხო სახლის (ქართული დრამატული საზოგადოების) სარეგისტრაციო დარბაზში საქართველოს ჩეკას N 6617 ორდერის საფუძვე...